ოდესმე რეალობა და სიზმარი ერთმანეთში აგრევიათ? ან მოგიპარავთ რამე, როდესაც ფული გქონიათ? ყოფილხართ ოდესმე დეპრესიაში?...'' და ასე შემდეგ. ფილმის ციტატების მოყვანა შორს წაგვიყვანს, თუმცა ახლოს დარჩენაც არ ღირს, ვინაიდან ყველანი ვიბრძვით ჩვენი ამაზრზენი ინსტიქტებით და გასაქცევი არსადაა, არც შეჩერება გამოდის. ხანდახან მსგავს ფიქრებს იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ მან შესაძლოა მთელი ბოთლი ასპირინი ჩაიყაროს პირში და არყის ბოთლის დახმარებით გადაუშვას კუჭისკენ მიმავალ გზაზე. როგორც ეს სუზანამ გაკეთა ფილმში, რომლის როლსაც საოცრად საყვარლად ასრულებს ვაინონა რაიდერი. და მსგავსი შინაარსის კრიზისები ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის დიაგნოზი აქვს, თუმცა ამ შესანიშნავ ფსიქოლოგიურ დრამაში სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი დაჟინებით უმეორებენ სუზანას ერთი და იმავე კითხვას, თუ რატომ ცდილობდა ის თავის მოკვლას, რა იყო ამის მიზეზი, რამ აიძულა 19 წლის გოგოს ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია. და თავდაპირველად ამ კითხვებს არ აქვს თერაპიის სახე, ადრესანტებს თითქოს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სურთ და ამავდროულად ცდილობენ პროფესიული მოვალეობის ჩარჩოებს არ გასცდნენ. ფილმის დასაწყისში ემოციური კრიზისის წინაშე მდგარი პერსონაჟის მიმართ არ ჩანს არავითარი ემპათია, სუზანას მხრიდანაც მხოლოდ მძიმე დუმილს, ირონიულ კონტრშეკითხვებსა და უნდობლობას იღებენ. სუზანას გულწრფელად სურს, დაარწმუნოს მშობლებიცა და ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალიც, რომ მას არ სურდა სიკვდილი, მას მხოლოდ ტკივილის შეჩერება უნდოდა.
ფილმს მალევე კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ახალი პერსონაჟის - ლიზას გამოჩენა (ამ როლისთვის ანჯელინა ჯოლიმ ღირსეულად ჩაიხუტა ოსკარის სტატუეტი). მას თითქოს ისეთივე მისია აქვს კლინიკაში, როგორც ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟ - მაკფერფის - ფილმში ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა''. ლიზა თავისი ექსცენტრიული გამოვლინებებით ცდილობს აიყოლიოს კლინიკის სხვა წევრები და ერთობლივად თქვან უარი დადგენილ წესებზე. თუმცა აქ სადამსჯელო რეაქციები პერსონალის მხრიდან არცთუ ისე სასტიკია. ლიზას პერსონაჟი ცდილობს მხიარული ადამიანის იმიჯით შეიგრძნოს სიცოცხლე, დაუმტკიცოს სხვებს, რომ უბედური არ არის და ფსიქიატრიულ კლინიკაში რვა წელი ყოფნაც, მისთვის უბრალო თამაშია.
ორი განსხვავებული ტიპაჟი და ორი დაფარული სამყარო. ლიზა და სუზანი. ეს უკანასკნელი ტკივილითა და თვითდაზიანებით ეცადა გადარჩენილიყო, ეგრძნო, რომ ცოცხალია. ლიზა კი სუზანზე გაცილებით მოწყვლადი ფსიქიკისაა, გაცილებით უფრო მწვავეა მისი მდგომარეობა, თუმცა აღარ სურს ამ გზით იპოვოს სიამოვნება, ის უბრალოდ ერთობა და ცდილობს გრძნობები და თანაგანცდის უნარი მთლიანად ჩაკლას საკუთარ თავში. ეს დეიზისთან დიალოგის სცენაშიც ჩანს, რომლის ფინალიც ფატალურია. მხოლოდ ბოლოსკენ ამოხეთქავს ლიზას გრძნობები და ისტერიულად უკვირს თუ რატომ არის ასეთი მარტოსული, თუმცა ამაზე მეტად ის აცოფებს, თუ რატომ არავინ არასდროს ეუბნება მწარე სიმართლეს, რატომ არ იმეტებენ ამისთვის. როგორც ჩანს, იმდენად დაიღალა სიცრუით, რომლითაც უპირველესად საკუთარ თავს კვებავდა, რომ სუზანისგან ითხოვა შველა, აიძულა მას ეთქვა, თუ როგორ სძულს სუზანსაც ეს ტყუილებით სავსე და უმეცარი სამყარო, მაგრამ ურჩევნია მისი ნაწილი იყოს, ვიდრე ლიზასთან ერთად დარჩეს კლეიმორის ტვინგამყინავ კლინიკაში. ლიზას სურდა, მისთვის ეთქვათ, რომ ის სიკვდილს იმსახურებდა. სუზანმა კი უთხრა, რომ ლიზა დიდი ხნის მკვდარი იყო, მთლიანად დაღუპული, აპათიური და ქვადქცეული ემოციური მონაცემებით. და ეს კლინიკა
No comments:
Post a Comment